ფეხბურთი

13:05 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვმა ბაქოს "ნეფთჩის" გოლი "მაკრატელა" დარტყმით გაუტანა (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეორე ტურში დავით ვოლკოვმა ულამაზესი გოლი გაიტანა. „ზირას“ ქართველმა ფეხბურთელმა თავი ბაქოს „ნეფთჩის“ წინააღმდეგ გამოიჩინა.

„ზირამ“ მატჩი 1:2 წააგო და ვოლკოვმა გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე ულამაზესი „მაკრატელა“ დარტყმით გაიტანა, თუმცა, მისი გუნდის წაგებისგან ვერ იხსნა.

მიმდინარე სეზონში ვოლკოვმა მეორე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა, „ზირა“ კი 1 ქულით მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109051