ფეხბურთი

11:34 | 22.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "მესის გარეშე მეტოქეები უკეთ გვეთამაშებიან"

კატალონიის „ბარსელონა“ ლა ლიგის მეორე ტურში ბილბაოს „ატლეტიკს“ სტუმრად დაუზავდა (1:1). მატჩის შემდეგ კი რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ბაკსების წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელი იყო.

„ბილბაოს“ გოლზე ჩვენი რეაქცია მნიშვნელოვანი იყო. გვქონდა გამარჯვების შანსი, გავიტანეთ გოლი, რომელიც გაუქმდა და არ ვიცი, იყო თუ არა დარღვევა, მაგრამ ფრეს უნდა შევეგუოთ, ვფიქრობ, ეს სამართლიანი შედეგია. ვნახეთ მაღალი დონის „ბილბაო“ და ძალიან რთული იყო მის წინააღმდეგ თამში. მართალია, მესის გარეშე მეტოქეები უკეთ გვეთამაშებიან. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და მოწინააღმდეგებს მისი შიში აქვთ, მაგრამ ამის შეცვლა უკვე არ შეგვიძლია“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონას“ ორ ტურში 4 ქულა აქვს მოპოვებული, მომდევნო ტურში კი 29 აგვისტოს, „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114115