ფეხბურთი

22:53 | 21.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიამ ბელგიის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგის მეხუთე ტურში „ლიოვენმა“ საკუთარ მოედანზე „ეუპენს“ უმასპინძლა და 1:4 წააგო, ლევან შენგელიამ კი გოლი გაიტანა.

ქართველ ფეხბურთელს ახალ გუნდში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა. ის თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, როცა 0:3 მარცხდებოდა და ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ლევანმა 83-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

როგორც ვთქვით, მან პირველად ითამაშა ბელგიის ჩემპიონატში „ლიოვენის“ მაისურით, თუმცა, რამდენიმე დღის წინ ამხანაგურ თამაშში მიიღო მონაწილეობა და იქაც გაიტანა („მეხელენთან“).

„ლიოვენმა“ სეზონი ცუდად დაიწყო და 5 ტურის მერე 3 ქულით (3 ფრე, 2 წაგება) ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 აგვისტოს „ანტვერპენს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113831