ფეხბურთი

23:00 | 20.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ხეტაფემ" ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "სამპდორიას" ყოფილი ფეხბურთელი იაკუბ იანკტო კარიერას "ხეტაფეში" გააგრძელებს, როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხხბურთელმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იტალიელებმა ტრანსფერის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო მიიღეს.

იანკტო გენუურ გუნდში 2018 წლიდან ასპარეზობდა. იაკუბმა "სამპდორიას" მაისურით გასულ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ნახევარმცველი ეროვნულ ნაკრებში 2017 წლიდან ასპარეზებს და 39 შეხვედრაში თავი ოთხი გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1144