ფეხბურთი

13:57 | 20.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კურიოზი თურქეთში: ფეხბურთელს ლოგოზე კოცნა სურდა, მაგრამ მაისურზე ვერ იპოვა (+VIDEO)

ევროპა ლიგაზე "ფენერბახჩემ" ფინური "ჰიკი" 1:0 დაამარცხა და გადამწყვეტი გოლი 20 წლის ფეხბურთელმა მუჰამედ გუმუშკაიამ გაიტანა, რომელმაც კლუბის ლოგოზე კოცნა გადაწყვიტა, მაგრამ მაისურზე ლოგო ვერ იპოვა.

საქმე ისაა, რომ Puma-ს მიმდინარე სეზონში გუნდების რიგით მესამე მაისურებზე ("ფენერმა" სწორედ სეზონის მესამე მაისურით ითამაშა) ლოგო არ აქვთ დატანილი და ამიტომაც, თურქმა მოთამაშემ გოლი ისე ვერ იზეიმა, როგორც ისურვებდა.

0.163939