სხვა

2:52 | 20.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური აფროსნობა დიდი ცვლილებისთვის ემზადება

ტოკიოს ოლიმპიადაზე, აფროსანთა რეგატებს მოსალოდნელი ტაიფუნი ემუქრებოდა. მაგრამ კორონავირუსის პანდემიისგან განსხვავებით, ამინდმა ორგანიზატორებს პრობლემები არ შექუმნა.

ოლიმპიურ რეგატებზე ბრიტანეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დომინანტია. მის მონაგარში სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთიც ბრინჯაოს მედალია. მაგრამ მათი ზოგიერთი ფავორიტი იახტების რბოლები, მალე ოლიმპიური პროგრამიდან ამოვარდება.

ასეთ სახეობათა შორისაა კლასი ფინი, რომელშიც ბრიტანეთი 2000 წლიდან ოქროს მედლებს არავის უთმობს. ფინის კლასში პარიზში მედლების კომპლექტი აღარ გათამაშდება. ასე გადაწყვიტეს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და აფროსნობის საერთაშორისო ფედერაციამ. მათივე გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ პროგრამას აფროსნობის ახალი სახეობები დაემატება.

„ფინის კლასს ოლიმპიადებზე დიდი ისტორია აქვს და ძალიან სამწუხაროა, ის თამაშების პროგრამას ტოვებს“, - ამბობს ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი (ფინის კლასში) ბრიტანეთიდან, ჟილ სკოტი. ცნობისათვის, ფინის კლასი ოლიმპიურ პროგრამაში 1952 წლიდანაა.

პროგრამას ასევე დაატოვებინებენ ვინდსერფინგის კლას RS:X-ს, რომელშიც ტოკიოში გამარჯვება ჰოლანდიელმა კირან ბადლოემ მოიპოვა. ამ კლასს პარიზში უფრო სწრაფი IQ შეცვლის.

პროგრამაში რჩება კლასი 470, მაგრამ ის ფორმატს შეიცვლის და თუ აქამდე მამაკაცებს და ქალებს სხვადასხვა რბოლები ჰქონდათ, ამიერიდან, ისინი შერეულ ეკიპაჟებს შეადგენენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094625