ფეხბურთი

19:39 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფა წლის საუკეთესო ფეხბურთელებს და მწვრთნელებს დაასახელებს: ცნობილია სამ-სამი ნომინანტები

უეფამ 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა სია შეამცირა. წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის სამი მოთამაშე იბრძოლებს:

კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია)

ჟორჟინიო (ჩელსი, იტალია)

ნგოლო კანტე (ჩელსი, საფრანგეთი)

უეფამ ასევე შეარჩია სამი მწვრთნელი, რომელთაგანაც ერთ-ერთს წლის საუკეთესო სპეციალისტად დაასახელებს:

პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)

რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები, იტალია)

ტომას ტუხელი (ჩელსი, გერმანია)

წლის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდება ქალთა შორისაც და სამივე კანდიდატი „ბარსელონას“ წარმოადგენს:

ჯენიფერ ჰერმოსო (ბარსელონა, ესპანეთი)

ლინკ მარტენსი (ბარსელონა, ნიდერლანდები)

ალექსია პუტელასი (ბარსელონა, ესპანეთი)

ქალთა ფეხბურთის წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინენტები კი არიან:

ლუის კორტესი (ბარსელონა, ესპანეთი)

პეტერ გერჰარდსონი (შვედეთის ნაკრები, შვედეთი)

ემა ჰაიესი (ჩელსი, ინგლისი)

უეფა წლის საუკეთესოება 26 აგვისტოს, სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის პარალელურად დაასახელებს.

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119355