ფეხბურთი

11:50 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„სასუოლო“ ბერარდის 30 მილიონად გაყიდის

„სასუოლოს“ თავდამსხმელს, დომენიკო ბერარდის, კლუბის დატოვება სურს და ამის შესახებ ხელმძღვანელებსაც აცნობა. მის კონტრაქტს კი ვადა 2024 წლის ზაფხულში გასდის - გვამცნობს Tuttomercatoweb.

სავარაუდოდ, კლუბი მზად იქნება ფეხბურთელი 30 მილიონ და არა როგორც ადრე წერდნენ, 40 მილიონ ევროდ გაყიდოს.

ბერარდი „სასუოლოს“ აღზრდილია და კლუბში 2012 წლიდან თამაშობს. გასულ ივლისს, ის იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122828