ძიუდო

1:12 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა

ვეტერან ქართველ ძიუდოისტ და ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა და ზვიადაურის ინტერესის დამცველებმა გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ ქართველ ძიუდოისტს თავდებში ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ბექაური, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი დაუდგნენ, მაგრამ მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკლველობას გულისხმობს და მას 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობაში ედავებიან. სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერს განახლდება.

შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს წინანდალში 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის, ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიდაური. აქვე გეტყვით, რომ ზურაბ ზვიადაური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119161