ფეხბურთი

11:05 | 18.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

L’Equipe: პსჟ კიდევ ერთ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

„პარი სენ ჟერმენი“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთ ხმაურიან გარიგებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ნასერ ალ-ხელაიფის მიზანია, რომ პსჟ-მ პოლ პოგბა ან ედუარდ კამავინგა დაიმატოს. ორივე ფეხბურთელს „მანჩესტერთან“ და „რენთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურება.

თუ „მანჩესტერმა“ პოგბას გაყიდვაზე უარი უკვე არაერთხელ თქვა და მიმდინარე ზაფხულს ამ ტრანსფერის გაჩარხვა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, ასე არ არის კამავინგას შემთხვევაში. „რენი“ ნიჭიერ ფრანგ ნახევარმცველს უპრობლემოდ შეელევა, რადგან მომდევნო ზაფხულს მისი უფასოდ დაკარგვის საფრთხის წინაშეა.

კამავინგას „პარი სენ ჟერმენის“ გარდა, მადრიდის „რეალიც“ ეპატიჟება, მაგრამ პარიზელები ბრძოლაში ფავორიტად მიიჩნევიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113815