ფეხბურთი

15:17 | 15.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

აზარი: "ტრავმა აღარ მაწუხებს და კარგად ვარ"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა სეზონში პირველი თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბელგიელი ფეხბურთელის თქმით, ტრავმა აღარ აწუხებს და თავს კარგად გრძნობს.

„ვიმედოვნებ, რომ ანჩელოტის ხელში უფრო მეტ გოლს გავიტანეთ, გუნდში ამისთვის ვართ, განსაკუთრებით თავდამსხმელები. ვფიქრობ, ამ სეზონში ბევრს მივაღწევთ. მთავარი ის არის, რომ ერთიანი გუნდი ვართ. მნიშვნელოვანია ყველა მატჩში ქულების მოპოვება. თავს კარგად ვგრძნობ, ტერფი აღარ მაწუხებს და ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ“, - თქვა აზარმა.

შეგახსენებთ, მადრიდის რეალმა“ ლა ლიგის პირველ ტურში სტუმრად „ალავესი“ ძალიან იოლად 4:1 დაამარცხა.

0.110121