ფეხბურთი

14:39 | 15.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: "არ ვნერვიულობდი და ძალიან ბედნიერი ვარ"

„ლივერპულმა“ ინგლისის პრემიერლიგის პირველ ტურში სტუმრად „ნორვიჩი“ 3:0 დაამარცხა და სეზონი კარგად დაიწყო. ამ შეხვედრაში დაბრუნდა ვირჯილ ვან დეიკი, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო 10 თვე გაუცდა. ვან დეიკი დაბრუნებით ბედნიერია და იმედი აქვს, რომ „ლივერპულს“ კარგი სეზონი ექნება.

„არ ვნერვიულობდი, თამაშს ველოდი და მინდორზე ყოფნა მინდოდა. ცხადია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ და სტუმრად 3:0 მოვიგეთ, კარი მშრალად შევინახეთ. უკეთესის ნატვრა ძნელი იყო. თუმცა, არის ბევრი პატარა დეტალი, რისი გაუმჯობესაც შესაძლებელია. ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისია, სამუშაო არის.

საინტერესო სეზონი იქნება, ჩვენი კონკურენტები გაძლიერდნენ, ყველას სურს პრემიერლიგის მოგება. რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდა გამარჯვება და ფანტასტიკური შემადგენლობა გვყავს“, - თქვა ვან დეიკმა.

შეგახსენებთ, ნიდერლანდელმა მცველმაგასული წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112412