ფეხბურთი

2:32 | 15.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის შესანიშნავი დებიუტი და გოლი თურქეთის სუპერლიგაში (+VIDEO)

თურქული „ჰატაისპორის“ რიგებში საბა ლობჟანიძემ სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა. სუპერლიგის პირველ ტურში ქართველმა ნახევარმცველმა თანაგუნდლეები მარცხისგან იხსნა.

„ჰატაისპორი“ შინ „ქასიმპაშასთან“ მარცხდებოდა (0:1), როცა ლობჟანიძე თამაშში ჩაერთო. ეს 64-ე წუთზე მოხდა, ხოლო 8 წუთში ანგარიში გაათანაბრა. საბამ საგოლე შეტევა თავად წამოიწყო და თავადვე დააგვირგვინა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და მატჩი 1:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, საბა ლობჟანიძე „ჰატაისპორს“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში „ანკარაგიუჯუდან“ შეუერთდა. მომდევნო ტურში ის და მისი თანაგუნდელები სტამბოლის „გალათასარაის“ დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063062