კალათბურთი

17:13 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილი: "ვცდილობ "მილუოკიში" რაც შეიძლება მეტი ვისწავლო"

„მილუოკი ბაქსის“ ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გამოცდილი თანაგუნდელებისგან ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ისწავლოს.

„მომწონს ეს ორგანიზაცია, ისიც, რომ აქ მოთამაშეთა განვითარებას ხელს უწყობენ. ვუსმენ იანისს, ჯრუს და კრისს, რომელთაგანც ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვისწავლო“, - თქვა სანდრომ.

შეგახსენებთ, ზაფხულის ლიგის ორ ჩატარებულ მატჩში ქართველმა კალათბურთელმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. „კლიპერსთან“ 11 ქულა და 12 მოხსნა, ხოლო „ბრუკლინთან“ 10 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112113