ფეხბურთი

11:49 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მესამე წელია უეფას სუპერთასს გერმანელი მწვრთნელი იგებს

ლონდონის „ჩელსიმ“ 11 აგვისტოს, უეფას სუპერთასის მატჩში „ვილიარეალს“ პენალტების სერიაში 6:5 მოუგო (ძირითადი და დამატებითი დრო - 1:1) და ისტორიაში მეორედ დაეუფლა პრესტიჟულ პრიზს (პირველად 1998 წელს).

„არისტოკრატთა“ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელია. ის ზედიზედ მესამე გერმანელი სპეციალისტი გახდა, ვინც სუპერთასი მოიგო. 2019 წელს ეს იურგენ კლოპმა მოახერხა „ლივერპულთან“ ერთად, 2000-ში კი ჰანსი ფლიკმა, „ბაიერნთან“ ერთად.

0.112768