ფეხბურთი

17:04 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია და Marca: მამარდაშვილი ლა ლიგის პირველ ტურში ითამაშებს

ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში დიდი შანსია გიორგი მამარდაშვილმა ითამაშოს. „ვალენსიას“ იასპერ სილესენის გამოუჯანმრთელდა, მაგრამ მას დღესაც არ უვარჯიშია გუნდთან ერთად, რაც ნიდერლანდების ძირითადში მოხვედრის შანსს ამცირებს.

ესპანური მედია იტყობინება, რომ სილესენს ძალიან სურს „ხეტაფესთან“ ითამაშოს, მაგრამ ამ დრომდე მხოლოდ დარბაზში ახერხებს ვარჯიშს და გადაწყვეტილება ხოსე ბორდალასმა უნდა მიიღოს. სავარაუდოდ, მას არჩევანის გაკეთება მამარდაშვილსა და კრისტიან რივეროს შორის მოუწევს და ასეთ შემთხვევაში აშკარა ფავორიტი ქართველი მეკარეა, რომელმაც პრესეზონის დროს თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

ცნობილი გამოცემის, Marca-ს სავარაუდო შემადგენლობაშიც 20 წლის ქართველი კარის დარაჯი ფიგურირებს, რაც ადასტურებს, რომ მართლაც დიდი შანსია, ლა ლიგის ახალი სეზონი გიორგიმ სასტარტოში დაიწყოს.

შეგახსენებთ, მამარდაშვილი „ვალენსიას“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. მან 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა (სამი შეუცვლელად) და სამჯერ კარი მშრალად შეინახა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი თამაში იტალიური „მილანის“ წინააღმდეგ ჰქონდა.

ესპანეთის ლა ლიგის 2021-2022 წლების სეზონი 13 აგვისტოს, სწორედ "ვალენსიას" მატჩით დაიწყება, რომელიაც "მესტალიაზე" მადრიდულ "ხეტაფეს" დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.089624