ფეხბურთი

15:56 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" მათე ცინცაძე დაიმატა

ქუთაისის „ტორპედოში“ მათე ცინცაძე დაბრუნდა. ინფორმაცია იმერულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

27 წლის ფეხბურთელმა უკვე მესამედ მოირგო „ტორპედოს“ მაისური, რადგან მანამდე ქუთათურთა რიგებში 2013-2014 და 2018-2019 წლებში თამაშობდა. ბოლოს მათე ალბანური „კუკეშის“ ღირსებას იცავდა და ალბანეთის ჩემპიონატში 15 მატჩში 1 გოლიც გაიტანა.

ცინცაძის უცხოურ კარიერაში ასევე იყო პოლონური „პოგონი“ და ლატვიური „იელგავა“, საქართველოში კი თბილისის „ლოკომოტივის“, „დინამო თბილისისა“ და „დინამო ბათუმის“ შემადგენლობაში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122455