ფეხბურთი

15:51 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიმ“ სტოუნზს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„მანჩესტერ სიტიმ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მცველ ჯონ სტოუნზთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ დაწერა.

„ქალაქელებისა“ და ინგლისის ნაკრების 27 წლის უკანახზელი „სიტიში“ კიდევ ხუთ წელიწადს, 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება. მანამდე არსებული ხელშეკრულება კი 2022 წლამდე იყო გათვლილი.

ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ სტოუნზის დარჩენაში გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა, პირადად ყოფილა დაინტერესებული.

სტოუნზი „სიტიში“ 2016 წელს გადავიდა „ევერტონიდან.“ სატრანსფერო თანხამ მაშინ 55.6 მილიონი ევრო შეადგინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115111