ფეხბურთი

21:45 | 8.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის პირველ ტურში ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2021-2022 წლების სეზონი დაიწყო და გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ რიგებში მოქმედი ჩემპიონის „ლილის“ წინააღმდეგ ითამაშა.

მიქაუტაძე თამაშში მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ჩაერთო, როცა მისი გუნდი 3:2-ს იგებდა, მაგრამ 96-ე წუთზე ბურაქ ილმაზმა გაიტანა და „ლილმა“ ქულა მაინც მოიპოვა - 3:3.

აღსანიშნავია, რომ „მეცი“ ჯერ 0:1 მარცხდებოდა, მაგრამ 32-ე წუთიდან 52-ე წუთამდე 3 გოლი გაიტანა და 81-ე წუთამდე 3:1-ს იგებდა, თუმცა სერიოზული უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა.

ლიგა 1-ის მეორე ტურში 15 აგვისტოს, „მეცი“ სტუმრად „ნანტს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107971