ფეხბურთი

19:26 | 8.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავას გოლი "კოპენჰაგენის" რიგებში დანიის სუპერლიგაში (+VIDEO)

დავით ხოჭოლავამ "კოპენჰაგენში" სადებიუტო გოლი გაიტანა. დანიის სუპერლიგის მეოთხე ტურში იეს თორუპის გუნდმა "ბრონდბიუ" 4:2 დაამარცხა და ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 90 წუთი იყო.

ხოჭოლავამ 35-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:1 გახადა. მან მეტოქის კარში ბურთი თავური დარტყმით გადაგზავნა და თანაგუნდელებს მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა. ხოჭოლავას აქტივში დანიური კლუბის მაისურით 6 მატჩი და 1 გოლია.

"კოპენჰაგენი" დანიის სუპერლიგაში 8 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 12 აგვისტოს, შინ პლოვდივის "ლოკომოტივთან" ჩაატარებს, უეფას კონფრენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116566