ფეხბურთი

20:32 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის სადებიუტო გოლი ტულის "არსენალში" (+VIDEO)

ტულის „არსენალის“ რიგებში ზურიკო დავითაშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა. რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში ქართველმა ფეხბურთელმა სამარის „კრილია სოვეტოვი“ დაამწუხრა.

ზურიკომ ანგარიში მესამე წუთზე გახსნა. თანაგუნდელისგან კარგი პასი მიიღო, ბურთი დაამუშავა და ზუსტად დაარტყა. ტულელებმა პირველივე ტაიმში უპირატესობა გაზარდეს, სამარელებმა კი მეორე ნახევრის სტარტზევე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ საბოლოოდ დავითაშვილის გუნდმა 2:1 მოიგო.

„არსენალმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და 3 ტურში მოპოვებული 3 ქულით მეათე ადგილზეა, მომდევნო ტურში 15 აგვისტოს, „კრასნოდარს“ ესტუმრება.

0.129433