ფეხბურთი

23:30 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას გოლი ევროპა ლიგაზე (+VIDEO)

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გურამ კაშიამ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის ბრატისლავის „სლოვანი“ სტუმრად გიბრალტარის „ლინკოლნს“ დაუპირისპირდა და იოლად 3:1 დაამარცხა.

კაშიამ ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა. ის სტანდარტულისას ჩაერთო შეტევაში და ფეხით კარგი პოზიციიდან გატანა არ გასჭირვებია. კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ახლოსაა პლეი-ოფის საგზურთან, საპასუხო შეხვედრა ბრატისლავაში 12 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.115126