ფეხბურთი

10:52 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ „ზალცბურგთან“ წააგო

„ზალცბურგმა“ ვალს-ზიცენჰაიმში, ამხანაგურ მატჩში „ბარსელონას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

43-ე წუთზე ანგარიში მასპინძელმა ლუკა სუჩიჩმა გახსნა. 82-ზე სტუმარმა მარტინ ბრაითვეიტმა გაათანაბრა. რვა წუთში კი შეცვლაზე შესულმა ამერიკელმა ბრენდენ აარონსონმა საბოლოო წერტილი დასვა.

არც ამჯერად უთამაშია ლიონელ მესის, რომელიც შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტის გაფორმებამდე გუნდთან ერთად არცკი ვარჯშობს.

კატალონიური კლუბი ახალი სეზონის წინ პირველად დამარცხადა. მანადე რონალდ კუმანის გუნდს სამი ტესტ-მატჩი მოეგო.

0.117487