ჭიდაობა

6:42 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ კენჭაძე ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა

ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველი ფალავნები ჩაერთვნენ. 74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ იასპარეზა, რომელიც მერვედფინალში დამარცხდა.

ქართველ მოჭიდავეს ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავდა, იტალიის სახელით მოასპარეზე კუბელი ფრანკ ჩამიზო, რომელსაც დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 1:5 წააგო, რის შედეგადაც ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

კენჭაძემ ვერც რეპეშაჟში გადაინაცვლა, რადგან ჩამიზომ ნახევარფინალში ბელარუს ქაზიმაჰამედაუსთან 7:9 წააგო და ჩვენებური მედლისთვის ბრძოლაში ვერ გაიყოლა.

შეგახსენებთ, თავისუფალ ჭიდაობაში 6 წონიდან საქართველოს 3 წონაში ჰყავს მხოლოდ წარმომადგენელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.16589