ფეხბურთი

18:12 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრები ოლიმპიადის ფინალში მარკო ასენსიომ გაიყვანა

ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში ესპანეთის ნაკრები ითამაშებს. ლუის დელა ფუენტეს გუნდმა ნახევარფინალში მასპინძელ იაპონიას მძიმე ბრძოლაში 1:0 მოუგო.

მატჩის ბედი დამატებითი დროის მიწურულს, უფრო კონკრეტულად კი 115-ე წუთზე გადაწყდა. მარკო ასენსიომ ბურთი საჯარიმოში მიიღო და მეკარისგან შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა, რომელიც გამარჯვების გამოდგა.

იქამდე 115 წუთის განმავლობაში გუნდებმა ძალიან უფერული და უღიმღამო ფეხბურთი ითამაშეს და ტაბლოზე ნულები სრულიად ლოგიკური შედეგი იყო. ესპანეთის ნაკრები ოლიმპიადის ფინალში 21-წლიანი პაუზის მერე პირველად გავიდა. 2000 წელს კამერუნის წინააღმდეგ სიდნეიში მარცხი განიცადა.

ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში 7 აგვისტოს ესპანეთი და ბრაზილია შეხვდებიან, რომელიც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, ხოლო მანამდე ერთი დღით ადრე ბრინჯაოს მედლის მფლობელი მექსიკისა და იაპონიის შეხვედრაში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102254