კალათბურთი

11:10 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკამ რიკი რუბიოს ფანტასტიკური თამაშის მიუხედავად ესპანეთი დაამარცხა

ამერიკის ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა. ნაადრევ ფინალში გრეგ პოპოვიჩის გუნდი ესპანეთს დაუპირისპირდა და 14-ქულიანი უპირატესობით 95:81 აჯობა.

სერჯიო სკარიოლოს გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 21:19 მოიგო, რაც დიდწილად რიკი რუბიოს დამსახურება იყო, რომელმაც პირველ მეოთხედში 13 ქულა ჩააგდო. დაძაბული გამოდგა მე-2 პერიოდიც, რომელიც ამერიკელებმა 24:22 მოიგეს და დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი შედეგით გავიდნენ.

მეორე ტაიმის დაწყებიდან კი აშშ-მ ესპანეთის ნაკრებს არაფრის შანსი აღარ მისცა, წინ გაიჭრა და უპირატესობა საფინალო სირენამდე შეინარჩუნა.

რიკი რუბიოს საოცარი შეხვედრა ჰქონდა, 27:20 წუთში 38 ქულა 4 მოხსნა და 2 პასი ჩააგდო, მაგრამ მარტო მან ამერიკელთა წინააღმდეგობა ვერ დაძლია. ამერიკის ნაკრების რიგებში კევინ დურანტი იყო საუკეთესო, რომელმაც 29 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადის პირველი ნახევარფინალისტი სლოვენია გახდა, რომელმაც გერმანიის ნაკრებს 94:70 მოუგო.

ესპანეთი 81:95 აშშ (21:19, 22:24, 20:26, 18:26)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111421