ფეხბურთი

17:23 | 2.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ გიორბელიძე გერმანულ გუნდში იჯარით გადადის

ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველი გურამ გიორბელიძე დრეზდენის „დინამოში“ გადადის. ინფორმაცია ავსტრიულმა მედიამ გაავრცელა და მისი წასვლა კლუბის პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმაც დაადასტურა.

„ის ჩვენთან აღარ იქნება“, - ციტირებს Krone რიგლერის სიტყვებს. გურამს დრეზდენში გადაბარგებამდე „ვოლფსბერგეთან“ კონტრაქტის განახლება მოუწევს.

საქმე ისაა, რომ გიორბელიძე „დინამოში“ იჯარით უნდა გადავიდეს, მაგრამ ავსტრიელებთან კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს იწურება და ის 2023 წლის 30 ივნისამდე უნდა გაახანგრძლივოს.

დრეზდენის „დინამო“ მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს და ორ ტურში 4 ქულაც აქვს - ჯერ „ინგოლშტადტს“ მოუგო, ხოლო მერე კი „ჰამბურგს“ დაუზავდა. გურამ გიორბელიძე „ვოლფსბერგერის“ მაისურით მოედანზე 2020 წლიდან 18-ჯერ გავიდა და გოლი არ გაუტანია. საქართველოს ნაკრებში 25 წლის მცველი პირველად ვილი სანიოლმა მარტში გამოიძახა და მას შემდეგ ეროვნული გუნდის მაისურით 4 თამაში ჩაატარა.

0.109764