ფეხბურთი

21:40 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარკო არნაუტოვიჩი იტალიაში დაბრუნდა

იტალიურმა „ბოლონიამ“ ავსტრიის ნაკრების თავდამსხმელი მარკო არნაუტოვიჩი დაიმატა. ვეტერანმა შემტევმა იტალიელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

არნაუტოჩის სანაცვლოდ „ბოლონიამ“ ჩინურ „შახნაის“ 3 მილიონი ევრო გადაუხადა. მან ჩინეთში 39 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

მარკო არნაუტოვიჩი იტალიას კარგად იცნობს და კარიერის საწყის ეტაპზე მილანის „ინტერში“ თამაშობდა. კარიერის საუკეთესო პერიოდი კი მან ლონდონის „ვესტ ჰემში“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113844