ფეხბურთი

21:02 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის გოლი ავსტრიის ბუნდესლიგაში (+VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურში ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა და ამის გაკეთება ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის „ვოლფსბერგერის“ წინააღმდეგ შეძლო.

„შტურმი“ თავიდანვე აგებდა, მაგრამ 12-წუთიან ინტერვალში, 25-ედან 37-ე წუთამდე ოთხი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ 4:1 იმარჯვეს. მეორე გოლი კიტეიშვილის ანგარიშზეა, რომელმაც 31-ე წუთზე გოლი კუთხურის შემდეგ თავით გაიტანა.

ოთარმა სეზონი ჩინებულად დაიწყო, ჯერ ავსტრიის თასზე გაიტანა, მერე ოთხი დღის წინ სპარინგში იტალიურ „უდინეზესთან“ და ახლა სეზონის პირველი გოლი ავსტრიის ბუნდესლიგაშიც მიითვალა. კიტეიშვილმა 88-ე წუთამდე ითამაშა, „ვოლფსბერგერში“ კი ლუკა ლოჩოშვილი შეუცვლელად იყო მინდორზე, გურამ გიორბელიძე განაცხადში ვერ მოხვდა.

„შტურმს“ 3 ქულა აქვს და 7 აგვისტოს შინ „ალტახს“ დაუხვდება, ხოლო „ვოლფსბერგერი“, რომელმაც ორ ტურში 1 ქულა მოიპოვა, 8 აგვისტოს, ვენის „რაპიდს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119784