სხვა

20:52 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა ოლიმპიელებთან (+VIDEO)

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში შეხვდნენ ქართველ ოლიმპიელებს, მათ შორის - ძიუდოისტებს, რომლებიც დღეს მიემგზავრებიან საქართველოში.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა წარმატებული გამოსვლა მიულოცა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს და აღნიშნა, რომ ჩვენმა ფალავნებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს: „ოლიმპიადებზე ძიუდოში ოთხი მედალი, მათ შორის - ერთი ოქროსი, აქამდე არასოდეს აგვიღია. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მინდა მივესალმო ჩვენს მედალოსნებს - ლაშა ბექაურს, ლაშა შავდათუაშვილს, ვაჟა მარგველაშვილს, გურამ თუშიშვილს, ნაკრების თოთოეულ წევრს, მწვრთნელებს. მადლობა გაწეული შრომისთვის და ტოკიოში ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისთვის. ოლიმპიური თამაშები გრძელდება, ამ დღეებში ჩვენი გუნდის სხვა წევრებსაც მოუწევთ ოლიმპიურ სარბილეზე გასვლა და დიდი იმედი გვქვს, რომ ასევე თავდადებით იბძოლებენ და ახალი გამარჯვებებით გაგვახარებენ,“ - თქვა ლერი ხაბელოვმა.

ოლიმპიელებს ასევე მიესალმნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

GEONOC.ORG.GE

0.113884