ჩოგბურთი

20:32 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბელინდა ბენჩიჩის ოქრო ტოკიოს ოლიმპიადაზე

ბელინდა ბენჩიჩი ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონია. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ჩეხ მარკეტა ვონდროუშოვას სამსეტიან ბრძოლაში აჯობა.

პირველი სეტი მსოფლიო რეიტინგის მე-12 ნომერმა 7:5 მოიგო და ტაიბრეიკის წინ შეძლო მეტოქის დაბრეიკება და სეტის მოგება. მეორე სეტში უკვე ვონდროუშოვას უპირატესობა აშკარა იყო, ორი ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, შვეიცარიელმა უფრო მაღალი დონე ბოლო სეტში წარმოაჩინა, 6:3 მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო ჩეხს ვერცხლით მოუწია დაკმაყოფილება.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ ყაზახი ელენა რიბაკინა 1:6, 7:6, 6:4 დაამარცხა და კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა.

შეგახსენებთ, ვაჟთა შორის ბრინჯაოს მედალი პაბლო კარენო-ბუსტამ მოიპოვა, რომელმაც ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და სერბი უმედლოდ დატოვა, ხოლო ფინალში 1 აგვისტოს, ალექსანდრ ზვერევი კარენ ხაჩანოვს შეხვდება.

ბელინდა ბენჩიჩი - მარკეტა ვონდროუშოვა 2:1 (7:5, 2:6, 6:3)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156077