ფეხბურთი

17:41 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020: საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალისტები ცნობილია

ტოკიოს ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირის მეოთხედფინალები გაიმართა და შესაბამისად, ყველა ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვა.

ფავორიტმა და მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრაზილიამ ეგვიპტეს მინიმალურად, 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის მიწურულს მათეუს კუნიამ გაიტანა და „სელესაო“ ნახევარფინალში გაიყვანა.

ბრაზილიელთა მეტოქე კი მექსიკა იქნება, რომელმაც სამხრეთ კორეა ძალზე მხიარულ შეხვედრაში დაამარცხა. 9 გოლი გავიდა! საბოლოოდ, მექსიკელებს პრობლემები არ ჰქონიათ და იოლად, 6:3 იმარჯვეს. ოდენ მეორე ტაიმის დასაწყისში იყო ცოცხალი ინტრიგა, როცა სამხრეთ კორეა 2:3 მარცხდებოდა, მაგრამ შემდეგ მექსიკის ნაკრებმა თამაშის სადავეები სრულად ხელთ იგდო და გამარჯვებაც მოიპოვა.

მასპინძელი იაპონიაც აგრძელებს ოქროს და ზოგადად მედლისთვის ბრძოლას. აზიელებმა ახალ ზელანდიას უმასპინძლებს და ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ იმარჯვეს. თამაში უგოლოდ დასრულდა, ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც იაპონია უფრო ზუსტი იყო - 4:2.

ყველაზე დრამატული ესპანეთისა და კოტ დივუარის შეხვედრა გამოდგა. აფრიკელები ესპანელებს ორჯერ უგებდნენ, მაგრამ შორის, მეორედ მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველივე წუთზე დაწინაურდნენ და თითქოს ნახევარფინალის საგზური ჯიბეში ედოთ, მაგრამ მოედანზე სწორედ ამ დროს რაფა მირი გამოჩნდა. ის ესპანელთა მწვრთნელმა თამაშში მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ჩართო, როცა მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა და მირმა ერთ წუთში შეძლო გათანაბრება, რითაც თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

იქ კი, მიკელ ოიარზაბალმა წინ გაიყვანა ესპანეთი, ხოლო რაფა მირმა 117-ე და 120-ე წუთებზე კიდევ გაიტანა და ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე 1:2-ზე, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჩაერთო, გმირი გახდა და ჰეთ-თრიქი შეასრულა.

3 აგვისტოს, ნახევარფინალში მექსიკა ბრაზილიას, იაპონია კი ესპანეთს დაუპირისპირდება.

იაპონია - ახალი ზელანდია 0:0 პენ: 4:2 (0:0)

ესპანეთი 5:2 კოტ დივუაური 5:2 დ.დ (1:1)

გოლები: 0:1 ბაი (10), 1:1 დანი ოლმო (30), 1:2 გრადელი (90), 2:2 რაფა მირი (90), 3:2 ოიარზაბალი (98, პენ), 4:2 რაფა მირი (117), 5:2 რაფა მირი (120)

ბრაზილია - ეგვიპტე 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კუნია (37)

სამხრეთ კორეა - მექსიკა 3:6

გოლები: 0:1 მარტინი (12), 1:1 დონგ ლი (20), 1:2 რომო (30), 1:3 კორდოვა (39), 2:3 დონგ ლი (51), 2:4 მარტინი (54), 2:5 კორდოვა (63), 2:6 აგირე (84), 3:6 ჰვანგი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.283045