კალათბურთი

10:51 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში, რომელიც კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ამას წინათ მართვის უფლებით გადმოეცა, 3 კვირის განმავლობაში მოემზადება. ჩვენს ეროვნულ გუნდს უახლოესი ოფიციალური მატჩები ნოემბერში ელის, თუმცა ნაკრების ხელმძღვანელობისა და მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, გენერალური შეკრება სეზონთშორის პერიოდში დაიგეგმა. ამის უპირველესი მიზეზი ეროვნული გუნდის წევრთა ფორმაში ყოფნა, მათი ერთმანეთთან კიდევ უფრო შეთამაშება და რა თქმა უნდა, ახალი კანდიდატების შერჩევაა.

ჯანმრთელობისა და სხვა რიგი მიზეზების გამო ეროვნულ გუნდში რამდენიმე კალათბურთელი, ძირითადად აშშ-ს გუნდებში მოთამაშეები ვერ ჩამოვიდნენ, თუმცა ნაკრების ძირითადი ბირთვი თბილისშია და ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით ემზადება (იხილეთ წარმოდგენილი შემადგენლობა). ვარჯიშების დაწყების წინ ნაკრების მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და გუნდის ყველა წევრმა კოვიდ 19-ზე PCR ტესტები გაიკეთეს. ვერის ბაღის დარბაზში რეგულაციების სრული დაცვით ყველა პირობაა საიმისოდ შექმნილი, რომ ეროვნული ნაკრების კალათბურთელები უსაფრთხოდ მოემზადონ.

ილიას ზუროსი ასისტენტებთან – მილოშ გლიგორიევიჩთან, მანუჩარ მარკოიშვილთან, ანატოლი ბოისასთან და ფიზმომზადების მწვრთნელ ირაკლი შიოშვილთან ერთად ნაკრების წევრებს დღეში ორჯერადად ავარჯიშებს საიმისოდ, რომ სეზონის დასრულებისა და დასვენების შემდეგ თითოეულმა მათგანმა ფორმა აღიდგინოს. მწვრთნელთა შტაბს შემუშავებული აქვს სპეციალური გრაფიკი, რომლის მიხედვითაც კალათბურთელები ვარჯიშების ყველა საჭირო კურსს გაივლიან და ფიზიკურ-ტაქტიკურ მომზადებასთან ერთად მოთამაშეებს შორის ერთიანობის, გუნდურობის განცდა კიდევ უფრო განმტკიცდება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115077