ფეხბურთი

0:35 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის მორიგი მშრალი მატჩი "ვალენსიაში" (+VIDEO)

ესპანურ „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილმა ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა. „ღამურებმა“ ამხანაგური თამაში „ლევანტესთან“ გამართეს და ომარ ალდერეტეს გოლით 1:0 იმარჯვეს.

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა, კარი მშრალად შეინახა და დამაჯერებელიც იყო, განსაკუთრებით კარგი სეივი პირველ ტაიმში შეასრულა. 20 წლის კიპერმა „ლევანტემდე“ „ათრომოტისთან“ და „კარტახენასთან“ ითამაშა.

„ვალენსია“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 4 აგვისტოს იტალიური „მილანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, ლა ლიგის პირველ ტურში კი 13 აგვისტოს „ხეტაფეს“ დაუპისპირდება.

0.133359