ფეხბურთი

21:00 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკური და სეზონში პირველი გოლი (+VIDEO)

ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტულის „არსენალის“ წინააღმდეგ ულამაზესი გოლი გაიტანა. რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში ლეონიდ სლუცკის გუნდმა სტუმრად 3:0 მოიგო და საბოლოო ანგარიში ხვიჩამ დააფიქსირა.

მე-40 წუთზე ხვიჩამ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, სეზონში პირველი. 20 წლის ფეხბურთელი სლუცკიმ 69-ე წუთზე შეცვალა, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. ამის მიზეზი მცირე ტრავმაც იყო, მაგრამ მატჩის შემდეგ რუსმა სპეციალისტმაც აღნიშნა, რომ სერიოზული არაფერია.

„არსენალის“ რიგებში 50-ე წუთამდე ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა და ისიც შეცვალეს.

„რუბინს“ 2 ტურში 6 ქულა აქვს და 8 აგვისტოს „ახმატს“ შინ დაუხვდება, ხოლო „არსენალს“ ჯერ ქულა არ მოუპოვებია და 7 აგვისტოს „კრილია სოვეტოვს“ უმასპინძლებს.

0.154837