რაგბი

0:01 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიჯიმ შვიდკაცას ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა

ფიჯის მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრებმა, ოლიმპიური ტურნირის ფინალში ახალ ზელანდიას 27-12 მოუგო და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი, არგენტინამ ბრიტანეთი 17-12 დაამარცხა.

ფიჯიმ ფინალში ოთხი ლელოს დადება შეძლო. ჩემპიონებმა მეზობლები დასაწყისიდანვე ზეწოლის ქვეშ მოაქციეს და მალე კუთხეში ტანმაღალმა მელი დერენალაგიმ დაამიწა. შემდგ ენდრიუ ნიუსტაბმა არაზსტი დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთს სირელი მაქალამ მიუსწრო და მეტოქის ჩათვლის მოედანზე დადო.

ერეთი ლელო ოლ ბლექსის კაპიტანმა სკოტ ქარიმ გაქვითა, მაგრამ მისი გარდასახვა ვერ მოხერხდა. შემდგ ფიჯელმა ჟიუტა ვაინიქოლომ ორი მეტოქე ჩამოიცილა და მარჯვენა ფრთაზე შეიჭრა მეტოქის ლელოში.

მეორე ტაიმის დასაწყისში, შავების სიონე მოლიას შეუჩერებელი გარღვევა ლელოთი დასრულდა. მაგრამ ფიჯის უპირატესობა არ დაუთმია და ასაელი ტუივუაკამ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის ლელო.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრის დასაწყისში, ბრიტანეთი ბენ ჰარისმა დააწინაურა. მაგრამ ლაუტანო ბაზან ველესმა და მარკოს მონეტამ ორი ლელოთი უპასუხეს. ტაიმი სამხრეთელებმა 12-5 მოიგეს. მეორე ტაიმში, ჯერ ოლი ლინდსი-ჰოგმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, იგნასიო მენდიმ არგენტინას გამარჯვების ლელო მოუტანა.

0.12996