ფეხბურთი

20:26 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა "უდინეზეს" ფანტასტიკური გოლი გაუტანა (VIDEO)

გრაცის "შტურმი" ამხანაგური მატჩი იტალიური "უდინეზეს" წინააღმდეგ ჩაატარა 3:2 მოიგო. ამ შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ულამაზესი გოლით გახსნა, რომელმაც უდინელთა ახალწვეულ მეკარე მარკო სილვესტრის შორი მანძილიდან გაუტანა.

ავსტრიის ჩემპიონატი დაწყებულია, მაგრამ შუა კვირაში გრაცელებმა შესაძლებლობით ისარგებლეს და სპარინგი ჩაატარეს, ძლიერ მეტოქესთან კარგი პრაქტიკაც მიიღეს.

კიტეიშვილი კი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ფანტასტიკური გოლიც გაიტანა. შეგახსენებთ, ოთარმა ცოტა ხნის წინ "შტურმთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

0.115039