ფეხბურთი

21:15 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პაბლო როსარიო „ნიცაში“ გადავიდა

პსვ-ს აწ უკვე ყოფილი ნიდერლანდელი ფეხბურთელი პაბლო როსარიო კარიერას „ნიცაში“ გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 24 წლის მცველმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფეხბურთელი სანაცვლოდ ნიდერლანდელებმა 6 მილიონი ევრო მიიღეს.

როსარიო „ფეიენოორდის“ აკადემიის აღზრდილია და ასევე „აიაქსის“ ახალგაზრდულ გუნდშიც თამაშობდა. პსვ-მ როსარიო 2016 წელს დაიმატა და ერთი წლის შემდეგ პირველი გუნდის მაისურით ასპარეზობდა. გასულ ოთხ სეზონში პაბლომ 138 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115207