ფეხბურთი

19:15 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

საკო საფრანგეთში დაბრუნდა

31 წლის ფრანგი მცველი მამადუ საკო კარიერას „მონპელიეში“ გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. საკო „მონპელიეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მამადუ „პარი სენ ჟერმენის“ აკადემიის აღზრდილია და „ლივერპულმა“ 2013 წელს დაიმატა. ოთხი წლის შემდეგ „მერსისაიდელებმა“ ფეხბურთელი „კრისტალ პალასში“ გაუშვეს. „არწივების“ მაისურით საკომ ბოლო ოთხ სეზონში 75 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102043