ფეხბურთი

20:51 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ატალანტამ“ ჯუზეპე პეცელა იჯარის წესით დაიმატა

23 წლის „პარმას“ მცველი ჯუზეპე პეცელა „ატალანტამ“ ერთწლიანი იჯარის წესით დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია ბერგამოელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

პეცელა „პარმამ“ „უდინეზედან“ 2019 წელს ინათხოვრა და ერთი წლის შემდეგ გამოისყიდა. ამ გუნდის მაისურით იტალიელმა ორი სეზონი ითამაშა და 48 შეხვედრაში თავცი ერთი გოლით და ოთხი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. პეცელას იტალიის 18,19,20 და 21 წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110896