ჩოგბურთი

9:46 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნაომი ოსაკა ოლიმპიადას გამოეთიშა

მოულოდნელობა მოხდა ტოკიოს ოლიმპიადის ქალთა საჩოგბურთო ტურნირზე. მასპინძელთა მთავარმა იმედმა, დიდი სლემის ოთხგზის გამარჯვებულმა, 23 წლის ნაომი ოსაკამ, რომელიც მეორე ნომრად იყო განთესილი, მერვედფინალში, მსოფლიო რეიტინგის 42-ე ნომერთან, ჩეხ მარკეტა ვონდროუშოვასთან 1:6, 4:6 წააგო.

შეხვედრა 1 საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. იაპონელმა ერთი ეისი შეასრულა, ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მხოლოდ ერთი ბრეიქ-პოინტი გამოიყენა ხუთიდან.

ოსაკა, როელსაც ოლიმპიური ცეცხლის დათების პატივი ერგო, სენსაციურად გამოეთიშა ტურნირს.

ვონდროუშუვა მეოთხედფინალში არგენტინელ ნადია პოდოროსკას შეხვდება.

0.121063