ფეხბურთი

17:02 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელები შესარჩევ ციკლს ჰოლანდიაში დაასრულებენ

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც ალექსანდრე ჩივაძე წვრთნის, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩს, 4 სექტემბერს სტუმრად ჰოლანდიასთან ჩაატარებს. ჰოლანდიელმა 21-წლამდელებმა ქართველები თბილისში გამართულ პირველ მატჩში 6:0 დაამარცხეს.

ჩივაძემ ნაკრები პირველ სექტემბერს შეკრიბა და 2 სექტემბერს გამთენიისას გუნდი ჰოლანდიაში გაფრინდა. ქართველებს კვიპროსის “ანორთოსისის” ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ვერ დაეხმარებათ. გუნდი ქალაქ დევენტერშია დაბინავებული და მატჩამდე ერთი დღით ადრე სტადიონ “დე ადელარშორსტზე” ივარჯიშებს.

4 სექტემბერს ჰოლანდიურ-ქართული დაპირისპირება ამავე არენაზე შედგება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ ქართველ 21-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დიდი ხანია დაკარგული აქვთ.

ჩივაძის განკარგულებაში ჰოლანდიაში შემდეგი ფეხბურთელები იმყოფებიან:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე (“სპარტაკი”), ოთო გოშაძე (“ქასიმფაშა”, თურქეთი)

მცველები: თედო გრიგალაშვილი (“ზესტაფონი”), მამუკა კობახიძე (“რუბინი”, რუსეთი), დავით უბილავა, დავით მთივლიშვილი (ორივე “ლოკომოტივი”), ნიკა ჭანტურია, ოთარ კაკაბაძე (ორივე “დინამო”), ლაშა დვალი (“სკონტო”, ლატვია).

ნახევარმცველები: ლუკა კიკაბიძე (“ბასტია”, საფრანგეთი), ნიკა ძალამიძე (“იაგიელონია”, პოლონეთი), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”), ავთო ენდელაძე (“ზესტაფონი”), გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე (ორივე “დინამო”).

თავდამსხმელები: გიორგი ფანცულაია (“ზესტაფონი”), ბაჩანა არაბული (“დილა”), გიორგი ქვილითაია (“დიორ ეტო”, უნგრეთი), ლაშა ომანიძე (“კალევი”, ესტონეთი), გიორგი ჭანტურია (“ვერონა”, იტალია).

ჰოლანდიის 21-წლამდელები, რომელთაც ადრი კოსტერი თავკაცობს, მომავალი შეხვედრისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადებიან:

მეკარეები: უორნერ ჰანი (“ფეინოორდი”), მიკი ვან დერ ჰარტი (“იგლზი”).

მცველები: იოსტ ვან აკენი (“ჰეერენვენი”), ნათან აკე (“ჩელსი”, ინგლისი), სვენ ვან ბეეკი (“ფეინოორდი”), იორიტ ჰენდრიქსი, ქარიმ რეკიკი (ორივე პსვ), მაიკ ვან დერ ჰორნი, რუბენ ლიგეონი (ორივე “აიაქსი”), მაიკ ტე ვიერიკი (“ჰერაკლესი”).

ნახევარმცველები: ჟან-პოლ ბოეტიუსი, ტონი ტრინდადე დე ვილენა (ორივე “ფეინოორდი”), კაილ ებესილიო, ჰაკიმ ზიეჩი (ორივე “ტვენტე”), მარკო ვან გინკელი (“ჩელსი”, ინგლისი), ტერელ ოდნაანი (“ვილემ II”), კუინსი პრომესი (“სპარტაკი” მოსკოვი, რუსეთი), მუსტაფა საიმაკი (“ზვოლე”), დალი სინკგრავენი (“ჰეერენვენი”)

თავდამსხმელები: ლუკ კასტაინოსი (“ტვენტე”), გუს ჰუპერტსი (“ალკმაარი”), იურგენ ლოკადია (პსვ).

ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

1. ჰოლანდია 6 5 1 0 22:4 16

2. სლოვაკეთი 6 4 1 1 17:6 13

3. საქართველო 7 2 1 4 7:15 7

4. შოტლანდია 6 2 1 3 8:14 7

5. ლუქსემბურგი 7 1 0 5 5:20 3

შესარჩევი ციკლის რეგლამენტის მიხედვით, ჯგუფებში გამარჯვებული 10 გუნდი და 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფში ითამაშებენ და ის 7 გუნდი გაირკვევა, რომელიც ჩეხეთში ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ გაემგზავრება. მათ მასპინძელი ჩეხი 21-წლამდელები დაემატებიან და 8 ნაკრები ევროპის პირველობის ოქროს მედლებისთვის იბრძოლებს.  

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113563