ძიუდო

8:55 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილი მეოთხედფინალშია

ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხედფინალშია. ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალური ბარიერიც დაძლია და ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ლაშამ ჯიბუტელი ადენ-ალექსანდრე ჰუსეინი ვაზარით დაამარცხა და გამარჯვება საერთოდ არ გასჭირვებია. მანამდე 29 წლის ქართველმა სპორტსმენმა ასევე იოლად და ვაზარით ფრანგი გოილემ ჩაინე დაამარცხა.

ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში კანადელ არტურ მარგელიდონს შეხვდება.

შეგახსენებთ, დღესვე ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობს, რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს და რეპეშაჟში გადაინაცვლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119018