ფეხბურთი

15:51 | 25.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის გოლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში (+VIDEO)

სამხრეთ კორეის ჩემპიონატში (K ლიგა) ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ულსან ჰიუნდაიმ“ შინ „სუვონთან“ 2:5 წააგო, მაგრამ ანგარიში ვაკომ გახსნა.

ქართველმა ფეხბურთელმა თავის 21-ე წუთზე გამოიჩინა, როცა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მეტოქე მოატყუა და ცარიელ კარში გატანა აღარ გასჭირვებია. „ულსანმა“ ტაიმის ბოლო 15 წუთი ჩააგდო, 4 გოლი სწორედ ამ მონაკვეთში გაუშვა და სენსაციური მარცხი განიცადა, რადგან თვითონ ლიდერია, ხოლო „სუვონი“ ამ მოგებით გადავიდა მეხუთე ადგილზე.

28 წლის ქართველ ნახევარმცველს K ლიგაში 16 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, გარდა ამისა, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 5 შეხვედრაში შეძლო 3 გოლის გატანა.

„ულსან ჰიუნდაის“ 37 ქულით უკავია პირველი ადგილი, ხოლო მომდევნო შეხვედრას 31 ივლისს, სტუმრად „სეულთან“ გამართავს.

0.151712