ძიუდო

9:24 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020: ლუხუმ ჩხვიმიანი მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს შანსი აქვს

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დაიწყო და პირველ საშეჯიბრო დღეს სტარტი ძიუდოს ტურნირმაც აიღო. საქართველოს სახელით ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი გავიდა, რომელსაც მედლის მოპოვების შანსი აქვს.

60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლის შანსს ინარჩნებს. ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს იპონით იოლად მოუგო. ამის შემდეგ ლუხუმი მეოთხედფინალში იაპონელ ნაოჰისა ტაკატოს შეხვდა, რომელსაც შეიძლება ითქვას აჯობა, მაგრამ საკმაოდ ცუდი მსაჯობის გამო დამატებით დროში დამარცხდა. ამრიგად, ნახევარფინალში მასპინძელი ძიუდოისტი გავიდა.

ჩხვიმიანმა კი რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც სამხრეთ კორეელ კიმ ვონ ჯინს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის გავა ტატამზე. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში იასპარეზებს საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე, რომელიც რუსიანგ იუნგ ვეის დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126807