ფეხბურთი

21:41 | 22.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" დომენიკო ბერარდის შეძენა სურს

იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ ნახევარმცველი დომენიკო ბერარდი შესაძლოა ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, ინგლისური კლუბი 27 წლის შემტევის დამატებით დაინტერესებულია.

ჯერჯერობით შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ცოტა ხნის წინ „სასუოლოს“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალემ ბერარდის გუნდიდან გაშვება არ გამორიცხა.

გასულ სეზონში ბერარდიმ იტალიის სერია A-ში 30 მატჩი 17 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. მან ცოტა ხნის წინ იტალიის ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ფინალში ინგლისთან პენალტების სერიაში გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122435