ფეხბურთი

10:51 | 22.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

აზარი, შესაძლოა, „ჩელსიში“ დაბრუნდეს

მადრიდის „რეალის“ შემტევი, ედენ აზარი, შესაძლოა, „ჩელსიში“ დაბრუნდეს - გვამცნობს ესპანური AS.

წყაროს ინფორმაციით, ლონდონურ კლუბში აქტიურად განიხილავენ ბელგიელის დაბრუნების საკითხს. ედენს „ჩელსის“ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონია და თავადაც არ ყოფილა წინააღმდეგი „არისტოკრატთა“ მაისურის კვლავ მორგებისა.

აზარი „ჩელსიდან“ „რეალში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 115 მილიონი ევრო შეადგინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112829