ფეხბურთი

10:27 | 22.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

7339 დღის შემდეგ ბუფონმა „პარმაში“ პირველად ითამაშა

„პარმას“ მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი გამართა. 43 წლის კარის დარაჯმა „ბოხუმთან“ ამხანაგურ შეხვედრაში (0:1), პირველ ტაიმში ითამაშა და გოლი არ გაუშვია.

მერე ტვიტერში დაწერა: „პირველად, 7339 დღის შემდეგ.“

ბუფონი „პარმაში“ 1995-2001 წლებში თამაშობდა. შემდეგ 17 წლის განმავლობაში (2001-2018) „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა, რომლის განმავლობაში 10-ჯერ გახდა სერია A-ს ჩემპიონი. 2018-19 წლების სეზონი მან „პარი სენ-ჟერმენში“ გაატარა და კვლავ ერთი წლით დაბრუნდა ტურინულ კლუბში. 2021 წლის ზაფხულიდან კი ისევ „პარმას“ მაისურა მოირგო.

2006 წელს ბუფონი იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114052