ფეხბურთი

15:20 | 20.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალექს მორგანი: „უფრო ძლიერი დავბრუნდი“

ქალთა ფეხბურთი სულ უფრო პოპულარული ხდება. ჩვენშიც მას კარგა ხანია თამაშობენ გოგონები. თუმცა, სერიოზული წინსვლა ბოლო წლებში შეინიშნება. შარშან „ლანხუთის“ გუნდის ქალთა ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლამ კი ყველა სხვა თვალით შეახედა მათზე.

წლეულს საქართველოს ამ ტურნირზე თბილისის „ნიკე“ წარმოადგენს, რომელიც 18 აგვისტოს პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ნიდერლადულ „ტვენტეს“ დაუპირისპირდება.

დასავლეთში კი, განსაკუთრებით გასული საუკუნის 80-90-იანი წლებიდან, ნამდვილი ბუმია. უკვე ტარდება მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები, 1996 წლიდან კი ოლიმპიურ თამაშებზეც მონაწილეობენ.

ამ მხრივ, გამორჩეული აშშ-ის ქალთა ნაკრებია, რომელმაც ექვსიდან ოთხი ოლიმპიური ტურნირი მოიგო. თუმცა, ბოლო, 2016 წელს ნაადრევად გამოეთიშნენ ასპარეზობას.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ისინი ჯგუფში შვედეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ. წინა ტურნიზე მეოთხედფინალში ამერიკელები შვედებთან დამარცხდნენ და 21 ივლისს, ტოკიოში, სწორედ მათთან დაპირისპირებით იწყებენ გამოსვლას.

ამერიკელების ერთ-ერთი ლიდერი, „ორლანდო პრაიდის“ შემტევი, ალექს მორგანია. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ფეხბურთელი.

მორგანს ეროვნულ გუნდში 180 მატჩი ჩაუტარებია და 110 ბურთი გაუტანია. 2012 წლის ოლიმპიური, 2015 და 2019 წლების მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ. უამრავი პირადი ჯილდოებიც აქვს.

ფეხბურთს ის ცოტა ხნის წინათ დაუბრუნდა. მიზეზი? შარშან აპრილში გოგონა - ჩარლი ელენა გააჩინა. ახლა კი ისევ საუკეთესო ფორმშია და ისევ ოლიმპიური ოქროს მოსაგებად ემზადება.

ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტები ესაუბრნენ ალექსს. ვფიქრობთ, ცოტა განსხვავებული და საინტერესო ინტერვიუა. აქ მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

ფიფა: ალექს, ოლიმპიადა 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო, ერთი წლით გადაიდო. ბევრი უკმაყოფილო დარჩა ასეთი განრიგით. თუმცა, თქვენთვის ყველაფერი სხვაგავრად მოხდა.

ალექს მორგანი: დიახ. ეს იყო საშუალება მშობიარობის შემდეგ, ბევრი დრო გამეტარებინა ოჯახათან. მეუღლესთან და ბავშვთან. არადა, გარშემო საშინელება ხდებოდა, პანდემიისგან ადამიანები იღუპებოდნენ, ყველაგერი გაჩერდა.

ჩემთვის კი ეს დრო სასრგებლო გამოდგა. ამ ხნის განმავლობაში აღდგენაც მოვასწარი და ახლა კვლავ მომეცა ოლიპიადაზე თამაშის შანსი.

ფიფა: როგორ ათავსებთ დედობას კარიერასთან?

ალექს მორგანი: ორი მხარეა. როცა მშობიარობის შემდეგ მინდორს დავუბრუნდი, ვიფიქრე: თუკი ეს თამაში არ მიყვარს, რატომ ვარ აქ, ოჯახისგან შორს? მაგრამ, მინდა დავრწმუნდე, რომ მიყვარს რასაც ვაკეთებ. უკვე 32 წლის ვარ, მაგრამ ისევ მიხარია ყოველდღე მინდორზე გასვლა, მგონია, რომ კარიერაში ბოლომდე არ მითქვამს სათქმელი.

სხვა მრივ, ჩემი ორგანიზმი შეიცვალა. ახლა თავს გაცილებით ძლიერად ვგრძნობ ფიზიკურად, ვიდერე მშობიარობამდე. ეს ცოტა უცნაური და რთულად ასახსნელია, მაგრამ ფაქტია.

ფიფა: მინდორზე მხოლოდ თამაშის სიყვარულით გადიხართ თუ არსებობს კიდევ სხვა მიზეზები, რაც დამატებით მოტივაციას გაძლევთ?

ალექს მორგანი: ცხადია, სხვა მიზეზებიც არსებობს. თამაში მართალაც ძალიან მიყვარს, მაგრამ არის კიდევ ნიუანსები. მაგალითად, უფრო მეტის გაკეთებისა, ვიდრე აქამდე იყო. მინდა ჩემი პოლატფორმა გამოვიყენო, ვთქვათ, გენდერული თანასწორობის განვითარებისთვის. მინდა ოჯახი მეტად ამაყობდეს ჩემით. საწყენია, რომ ისინი ტოკიოში არ იქნებიან. ყოველთვის გვერდით არიან ხოლმე და დიდ ძალას მანიჭებენ.

ეს პირველი ტურნირი იქნება მათ გარეშე და ალბათ ძალიან მომენატრებიან.

ფიფა: 2012 წლის ოლიმპიადა პირველი დიდი ტურნირი იყო, რომელზედაც გაიმარჯვეთ. ის განსაკუთრებულია თქვენთვის?

ალექს მორგანი: დიახ. 2012 წლის ტურნირთან დაკავშირებით ბევრი კარგი მოგონება შემომრჩა. საერთოდ, ოლიმპიადა ბავშვობიდან განსხვავებულ ემოციებს იწვევდა ჩემში. ის გაცილებით მეტია, ვიდრე გუნდი ან საერთოდ სპორტი.

2012 მართალც დიდებული გამოცდილება გახლდათ და მიხარია, რომ ისევ ვბრუნდები ოლიმპიადაზე.

ფიფა: როცა ოლიმპიურ შთაბეჭდილებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გკითხოთ რიოს ტურნირზე. მაშინ შვედებთან მეოთხედფინალში დამარცხდით. ეს აშშ-ის ნაკრების ყველაზე ცუდი შედეგი იყო ოლიმპიადებზე. ახლა, ტოკიოშიც, შვედები ისევ თქვენი პირველი ოპონენტები არიან...

ალექს მორგანი: დამანგრეველი მარცხი გახლდათ. თუმცა, ჩემთვის ყველაზე რთული გადასატანი 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში იაპონიასთან მარცხი იყო. მაშინ ვგრძნობდით, რომ საუკეთესო გუნდი ვიყავით მსოფლიოში. თანაც ეს პირველი ტურნირი გახლდათ ჩემთვის უფროსებში. ფრთაშესხმული ვიყავი.

შვედებთან წაგება კი... მათთან თითქმის ყველა დიდ ტურნირზე გვიწევს შეხვედრა და ყოველთვის გვიჭირს.

2011-ში მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე მოგვიგეს. 2016-ში ოლიმპიადის მეოთხედფინალში. ყველაზე ხისტი გუნდია, ვისთანაც კი ოდესმე მითამაშია. ახლა კვლავ ვხვდებით და ვეცდებით ამჯერად უკეთ ვითამაშოთ.

0.157555