ფეხბურთი

11:50 | 20.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

იოვიჩი, შესაძლოა, იჯარით „ინტერში“ გადავიდეს

„რეალის“ სერბმა თავდამსხმელმა, ლუკა იოვიჩმა, შესაძლოა, მადრიდული კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, 23 წლის სერბის აგენტმა, ფალი რამადანიმ, თავისი კლიენტი „ინტერს“ შესთავაზა. მილანურმა კლუბმა ის შესაძლოა, იჯარის წესით დაიმატოს.

იოვიჩი 2017-19 წლებში ასევე „ბენფიკიდან“ იჯარით თამაშობდა ფრანკფურტის „აინტრახტში.“ შემდეგ ის გერმანულმა კლუბმა 22 მილიონ ევროდ გამოისყიდა და „რეალში“ 63 მილიონად გაყიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118801